ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს სტუდენტთა და პროფესორთა კავშირს - მრავალფუნქციურ სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებას, რომელშიც სტუდენტების, პროფესორების, მასწავლებლების და მკვლევარების თანამშრომლობით იქმნება აკადემიური და პროფესიული სწავლის და კვლევის ერთიანი სივრცე.
ერთიანი სივრცე დამყარებულია სამ პრინციპზე:
ეს სამი პრინციპი გამომდინარეობს ერთმანეთისაგან და განაპირობებს ერთმანეთს: სტუდენტები, მასწავლებლები, მკვლევარები და პროფესორები თავისუფალი არიან, აირჩიონ კვლევისა და შესწავლის სფეროები, მიმართულებები, თანამშრომლები და ხელმძღვანელები; არავის აქვს უფლება, პოლიტიკური ან მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე, აუკრძალოს სტუდენტებს, პროფესორებს, მასწავლებლებს და მკვლევარებს რაიმეს შესწავლა და სამეცნიერო დასკვნების გამოქვეყნება. სტუდენტები და პროფესორები თავისუფალი არიან, აირჩიონ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ნებისმიერი ფორმა, რომელიც, მათი აზრით, საუკეთესოდ შეესატყვისება მათი კავშირის – უნივერსიტეტის - საერთო მიზნებს და ამოცანებს.
უნივერსიტეტის მიზანია, ხელი შეუწყოს ფუნდამენტური მეცნიერებების კვლევის განვითარებას საქართველოში. ფუნდამენტურ მეცნიერებაში ჩვენ მოვიაზრებთ იმ მეცნიერებებს, რომელთა კვლევა შეიძლება გახდეს საქართველოში ეკონომიკური ზრდის, პოლიტიკური გარემოს ლიბერალიზაციის და დემოკრატიზაციის, ბუნებრივი გარემოს დაცვის და გონივრული გამოყენების, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და ქვეყანაში კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების და განვითარების საფუძველი.
გარდა ამისა, უნივერსიტეტის მიზანია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საქართველოში მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლისა და უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვაში. უნივერსიტეტი შესთავაზებს მსურველებს სწრაფი და ეფექტური გადამზადების და ე.წ. “მსუბუქი” პროფესიების ათვისების პროგრამებს, რაც, ერთი მხრივ, იქნება უნივერსიტეტისათვის დამატებითი შემოსავლის წყარო, ხოლო, მეორე მხრივ, დაეხმარება საქართველოში მცხოვრებლებს, კარგად ადაპტირდნენ ცვალებად შრომით ბაზართან და სოციალურ გარემოსთან. ამ მიზნის შესასრულებლად უნივერსიტეტი:
ძალუძთ მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებითა და ახალი ტექნოლოგიებით წარმართონ სასწავლო პროცესი;
Why are we here?
All text is available under the terms of the GNU Free Documentation License
This page is cache of Wikipedia. History